პროექტი
ანა ნიჟარაძე
პროექტის სახელწოდება: ხელოვნების
ნიმუშები, საქართველოს მხარეებში.
პროექტის მთვარი იდეა:
(თემა)
პროექტის იდეა არის
ხელოვნების მნიშვნელობისა და აუცილებლობის გააზრება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული
ადამიანის ცხოვრებაში, თუ როგორ ალამაზებს და სიდიადეს სძენს ხელოვნების ნიმუშები საქართველოს
რეგიონებსა თუ კუთხეებს. მოსწავლეები მოიძიებენ იმფორმაციას თავის სოფელში არსებულ
ხელოვნების ნიმუშებსა
თუ თავიანთი კუთხის მხატვრების შესახებ, გადაუღებენ სურათებს და კიდევ უფრო დაწვრილებით
აღიქვამენ თავიანთი სოფლის ისტორიასა თუ ხელოვნების ნიმუშს.
პროექტის აქტუალობა: პროექტის აქტუალობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი არამარტო გაეცნობიან თავიანთი კუთხის ხელოვნების
ნიმუშებსა თუ თავიანთი კუთხის მხატვრებს( თუ
რა თქმა უნდა ჰყავთ) არამედ ჩართულნი არიან ამ პროცესში და აქვთ საშუალება აღმოაჩინონ
ისეთი რამ რაც შეიძლება თავიანთი სოფელში მცხოვრებმა მოსახლეობამ არ იცოდეს ამის შესახებ და მათ ამ პროექტითა და თავიანთი მოწყურებული
და დაუღალავი შრომით რაც მდგომარეობს ინფორმაციის
მოძიებასა თუ დაუფლებაში.
პროექტის მიზნები:
პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა
გაიღრმავონ ცოდნა საქართველოში არსებული ხელოვნების
ნიმუშების შესახებ, როგორებიცაა: ქანდაკება, არქიტექტურა, მხატვრობა, თეატრი თუ სხვა.
და ჰქონდეთ მათ შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, ასევე თუ რით განსხვავადება ამა თუ იმ მხარეში არქიტექტურა და
რა დამახასიათებელი ნიშანი აქვს თითოეულ მხარეს ხელოვნებაში, ასევე განივითარონ ინფორმაციის
მოძიებისა და ჯგუფური მუშაობის უნარები.
მონაწილეთა ასაკი:
11- 12 წელი ( VIკლასი)
ვადები/ ხანგრძლივობა:
ორი თვე
მოსალოდნელი პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას:
ფოტო მასალა, მოძიებული
მასალა და ინფორმაცია ფორმატზე, ჩანახატები,
წიგნები, ნახატები, ასევე ბუკლეტები, სადაც მოცემული იქნება იმ ხელოვნების ძეგლებზე
ინფორმაცია, რომელზეც მოიძიეს.
პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსები:
ინტერნეტრესურსი, ფორმატის ფურცლები, მარკერი,ფერადი ფანქრები,კომპიუტერი, პროექტორი და ფოტო სურათები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
პროქეტის მსვლელობა
წარიმართება კლასის ჯგუფებად დაყოფით
(4-5 მოსწავლე ჯგუფში) თითოეულ ჯგუფს ვთხოვ აირჩიოს მათვის სასურველი და საინტერესო
მხარე, რომელზეც სურთ ინფორმაციის მოპოვება
და წარდგენა დანარჩენ ჯგუფებისთვის, მხარეების
განაწილების შემდგომ, შემდეგი უმნიშვნელოვანესი აქტივობაა, რომ თითოეულ ჯგუფის წევრს
ქონდეს გააზრებული თავისი მნიშვნელობა ჯგუფში ყოფნის, თუ რა მოეთხოვებათ თითოეულ მათგანს
ჯგუფში და როგორ გაინაწილებენ სამუშაო დავალებას ამ შემთხვევაშიც მათ ვაძლევ , თავისუფალ
ნებას, რომ თავიანთი ნება სურვილით გაინაწილონ
სამუშაო, შემდეგ მოსწავლეები შერჩეული მხარეების მიხედვით, მოიძიებენ ინფორმაციას
მხარეში არსებულ ხელოვნების ძეგლზე, მაგ: ეკლესია- მონასტრებზე, ციხე-სიმაგრეებზე.
ჩამოაყალიბებენ საკუთარ აზრს, დამახასიათებელ ნიშნებზე, ასევე მოიძიებენ მათ მიერ არჩეულ
მხარეში, მოღვაწე ხელოვანების შესახებ ინფორმაციას
და მათ მიერ შექმნილ ხელოვნების ნიმუშებზე. მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, შეადგენენ
ბუკლეტებს, სადაც მოცემული იქნება მათ მიერ არჩეულ მხარეში, არსებული ღირშესანიშნაოები და ფოტოსურათები, მათვის მოსაწონი ხელოვნების ნიმუშების
ჩანახატები და ფორმატზე ან powerpoint-ში (სურვილისამებ)
მოძიებულ ინფორმაციას დაურთავენ ფოტოსურათს.
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ს.გ.VI.6. მოსწავლემ უნდა შეძლოს ქართულ ხელოვნებასა
და ხელოვნების მოღვაწეებზე მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
· საუბრობს ქართული
ხელოვნების ძეგლებზე (მაგ., საქართველოს ეკლესია-მონასტრები, ციხე-სიმაგრეები) და მსჯელობს
რამდენიმე დამახასიათებელ ნიშანზე;
· საუბრობს
ქართული ხელოვნების სხვადასხვა დარგის (ფერწერა, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი
ხელოვნება) ნიმუშებზე, რომლებიც ყოველდღიურობაში შეხვედრია და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას;
· ჩამოთვლის
ქართული ხელოვნების სხვადასხვა დარგის (ფერწერა, ქანდაკება, კედლის მხატვრობა, ხელნაწერთა
მინიატურა, ჭედურობა, დეკორატიულ-გამოყენებითხელოვნება და სხვ.) რამდენიმე ნიმუშს და
მსჯელობს მათ შესახებ;
· ამოიცნობს რამდენიმე ცნობილი ქართველი
მხატვრისა და მოქანდაკის ნამუშევარს
და საუბრობს საკუთარ დამოკიდებულებაზე.
Comments
Post a Comment